• Ƀ/$

რუსეთს კასპიისა და შავი ზღვების პორტების გაერთიანება სურს – საქართველოს მაგალითზე

14 მაისი 14:47 | ეკონომიკა

რუსეთში კასპიის პორტების განვითარების შემდეგ შავი ზღვის პორტებთან დამაკავშირებელი მოდერნიზებული რკინიგზისა და ავტომაგისტრალების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ამის შესახებ, სააგენტო „ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრმა სარგეი ჩებოტარევმა განაცხადა.


მისი თქმით, კასპიის ზღვიდან ტვირთებისა და მგზავრების ნაკადები უნდა გადამისამართდეს შავი ზღვის პორტებში – ნოვოროსიისკში, ყირიმში და სხვა. „აი კიდევ ერთი შესაძლებლობა ეკონომიკის გასავითარებლად. ეს სატრანზიტო პოტენციალია და ამ იდეას ყოველთვის მყარად დავუჭერთ მხარს“, – თქვა მინისტრმა.


მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებენ საკუთარ სატრანზიტო პოტენციალს და აქტიურად ზრდიან საკომუნიკაციო ნაკადებს კასპიისა და შავი ზღვის პორტებს შორის.


„ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ რუსეთი კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე გახდეს. ჩვენ უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია, რომ სატვირთო და სამგზავრო ნაკადები ჩრდილოეთ კავკასიაზე გავატაროთ“, – განაცხადა ჩებოტარევმა.


„როდესაც განვითარების გეგმას მივიღებთ, ფულიც გამოიყოფა და დაიწყება მშენებლობა. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ კერძო ინვესტორებს კასპიის სზღვაში პორტების მშენებლობაში სურთ ფულის ჩადება. ჩვენთან ამ მიმართულებით ვითარება არასახარბიელოა და ამიტომ ნაკადები აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტებისკენ მიდის. საქართველოსა და აზერბაიჯანის პორტები საკმარისადაა დატვირთული. წარმოგიდგენიათ – საქართველოში, შავი ზღვის ერთ პატარა სანაპირო მონაკვეთზე მუშაობს ფოთისა და ბათუმის პორტები. ახლა შენდება ანაკლიის პორტი, რაშიც უზარმაზარი თანხები იდება! სამი პორტი – საქართველოს ერთ პატარა მონაკვეთზე. ამიტომ ჩვენ თამაშგარეთ არ უნდა დავრჩეთ“, – განაცხადა ჩებოტარევმა.


მსგავს თემაზე:

საქართველოში არსებული და პოტენციური სატრანზიტო რესურსები



სხვა სიახლეები