• Ƀ/$

მესტიის მიმართულებით 25–26 მაისს დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

15 მაისი 12:08 | ეკონომიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 25 და 26 მაისს, მესტიის მიმართულებით 2 დამატებითი რეისი დაინიშნა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მიიღო.


შაბათს, 25 მაისს ნატახტარი-მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე განხორციელდება, ხოლო გამოფრენა მესტია-ნატახტარის მიმართულებით - 12:00 საათზე.


კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამატებითი რეისი მესტიის მიმართულებით შემდეგი განრიგით შესრულდება: ნატახტარი-მესტია 17:30 საათზე, მესტია-ნატახტარი - 19:00 საათზე.


26 მაისს, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით, ასევე გეგმიური რეისიც განხორციელდება: 10:00 საათზე - ნატახტარი-მესტია, 12:00 საათზე - მესტია-ნატახტარი.


ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/.


25-26 მაისს სვანეთის მოსახლებისა და მთის სტუმრებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 2-დღიანი ფესტივალი გაიმართება. სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში იგეგმება.


სხვა სიახლეები