• Ƀ/$

რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის არსენალს? (ნაწილი II)

26 მაისი 11:00 | ანალიტიკა

საინფორმაციო ომს და მოწინააღმდეგე მხარეზე ჭორის გავრცელებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, თუმცა მან განსაკუთრებულ მასშტაბებს XX-XXI საუკუნეებში მიაღწია, რომლის მსხვერპლი საქართველოც აღმოჩნდა. 

რუსეთი საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს საავიაციო ბომბების გარდა ყალბები ამბებითაც ებრძვის. ჰიბრიდული ომს რამდენიმე მიმართულება მაგრამ ერთი მიზანი გააჩნია - ნებისმიერ ფასად გაიზარდოს რუსეთის გავლენა როგორც თავად სახელმწიფოებზე აგრთვე მოსახლეობაშიც. ბოლო პერიოდში მცდარი მოსაზრებები განსაკუთრებით ნატოსთან და ნეიტრალიტეტთან მიმართებაში გააქტიურდა.


სიყალბე პირველი - ოკუპაცია ნატოსკენ სწრაფვამ გამოიწვია


საქართველოში არსებობს მცდარი მოსაზრება, რომლის თანახმადაც რუსეთი თბილისის ნატოსადმი სწრაფვამ გააღიზიანა და მის მიერ განხორციელებული ოკუპაცია სინამდვილეში თავდაცვაა რაც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს არათუ უფლება ვალდებულებაცაა. რეალობა განსხვავებულია. პუტჩი რუსთაველზე 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, ეს ის მომენტია, როდესაც ფორმალურად საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს, რის გამოც სახელმწიფოების უმეტესობას, მათ შორის შეერთებულ შტატებს საქართველო, როგორც სახელმწიფო დე იურედ აღიარებული ჯერ არ აქვს. მიუხედავად მკვეთრად გამოხატული ანტირუსული პოლიტიკისა, პრეზიდენტი გამსახურდია დიდი პროამერიკელიც არ ყოფილა, სწორედ მასზე და არ ვინმე სხვაზე განააცხადა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტმა, უფროსმა ბუშმა რომ  დინების საწინააღმდეგოდ მიცურავადა. თუმცა რუსეთისთვის პრობლემას პროამერიკული კი არა, არაპრორუსული მთავრობა წარმოადგენდა, 22 დეკემბერს კი დსთ-ში შესვლაზე დათანხმებისთვის მიცემულ ულტიმატუმს ამოეწურა ვადა.



საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურ დონეზე პირველად პრაღის სამიტზე 2002 წელს გააჟღერა. ამ დროს კი უკვე ჩავლილია აფხაზეთისა და ცხინვალის ომები, უკვე მოკლულია 25 000-ზე მეტი ადამიანი და საკუთარ სამშობლოში 300 000 ადამიანი ეთნიკური ნიშნით დევნილადაა ქცეული.



მსგავსი მითი უკრაინასთან მიმართებაშიც ვრცელდება, რომ თითქოს ყირიმის ანექსია და დონბასის ოკუპაცია უკრაინის ნატოსადმი სწრაფვას მოჰყვა. სინამდვილეში უკრაინაში გამოსვლები 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის ზეწოლით პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირთან და არა ნატოსთან ასოცირების ხელშეკრულებას არ მოაწერა ხელი. ასოცირების ხელშეკრულება მოსკოვისკენ ბალისტირური რაკეტების დამიზნებას ნამდვილად არ ითვალისწინებდა და ის ევროკავშირთან ვაჭრობის ლიბერალიზაციას, პროდუქციის ექსპორტზე გატანას გულისხმობდა საბაჟო გადასახადის გარეშე. ყირიმის ანექსია 2014 წლის თებერვალ-მარტში განხორციელდა და იმავე დროს დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაციაც, მაშინ როცა საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლურმა პეტრო პოროშენკომ 25 მაისს გაიმარჯვა, საპარლამენტო არჩევნები კი კიდევ უფრო გვიან 26 ოქტომბერს გაიმართა. 


რუკაზე დაშტრიხული ნაწილი რუსეთის მიერაა ანექსირებული, წითლად გაფერადებული, ოკუპირებული ტერიტორიაა, ყვითელი კი, სადაც რუსეთს ჰქონდა ოკუპაციის მცდელობა.



ნატოს შესახებ სიცრუე მხოლოდ წარსულ დროში არ მთავრდება. კიდევ ერთი ტყიული მომავალს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც თუ საქართველო ალიანსში გაწევრიანდა ამით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამუდამოდ დაიკარგება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ნატოში 1955 წელს გაწევრიანდა, ქვეყანა კი მხოლოდ 35 წლის შემდეგ 1990 წელს გაერთიანდა. ამ პერიოდის შემდეგ ნატოს წევრი უკვე გაერთიანებული გერმანიაა. ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში ვაშინგტონი დესანტს არ გადასხამს სოხუმში და ტერიტორიული მთლიანობა მყისიერად არ აღდგება, თუმცა მცოცავი ოკუპაცია და გატაცებები ე.წ. საზღვრიდან შეწყდება. გარდა ამისა სტაბილურობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, რაც თავის მხრივ ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას გამოიწვევს. ძლიერი ეკონომიკა კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. 



სიყალბე მეორე - ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია


ნეიტრალიტეტის თეორია პრაქტიკულად იმავე მითის გაგრძელებაა, რომლის თანახმადაც საქართველოს ყველა უბედურება ნატოს გამო დაატყდა თავს. ნეიტრალიტეტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან საფრთხეს ვეღარ დაინახავს, ოკუპაციას შეწყვეტს. მაგალითად ყველას შვეიცარია მოჰყავს, რომელსაც ჰიტლერიც არ დასხმია თავს და სადაც ცხოვრების დონე ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში.


შვეიცარია მართლაც საქართველოზე პატარა ქვეყანაა 41.3 ათასი კვადტატული კილომეტრით საქართელოს ფართობის მხოლოდ 59.3%-ს შეადგენს, თუმცა მოსახლეობით მას 2.3-ჯერ აღემატება. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით PPP დათვლითაც კი 6.4-ჯერ, ნომინალურით 20-ჯერ, ადამიანური განვითარების ინდექსით ნორვეგიის შემდეგ მყარ მეორე ადგილს იკავებს, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობითაც 83.4 წელი, მხოლოდ იაპონიას ჩამორჩება. მას საქართველოსგან განსხვავებით ზღვაზე გასასვლელიც არ გააჩნია, რაც ტურისტების რაოდენობასაც ამცირებს და იმპორტის ფასსაც ზრდის, თუმცა შვეიცარიას ასევე საქართველოსგან განსხვავებით აგრესორი მეზობელი არ ჰყავს. არც საფრანგეთს, არც იტალიას, არც გერმანიას, არც ავსტრიას და რაღა თქმა უნდა არც ლიხტენშტეინს შვეიცარიის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია. მიზეზი რის გამოც 80 წლის წინ ჰიტლერმა შვეიცარიის ოკუპაცია არ მოახდინა იყო ის, რომ გერმანული მხარის საბანკო აქტივები საიმედოდ იყო დაცული. სხვა შემთხვევაში, ადამიანი, რომელმაც 6 მილიონი ებრაელი, მხოლოდ ებრაელობის გამო გაზის კამერაში გაგუდა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას ნამდვილად არ მოერიდებოდა, რაც არაერთხელ გაუკეთებია კიდეც ხელისუფლებაში ყოფნის დროს.


სხვა შემთხევაში არსებობს იმის უამრავი მაგალითი რა დროსაც ნეიტრალიტეტმა არ იმუშავა, ან სულაც უარყოფითი გავლენა იქონია.


1918-1921 წლების პირველ ქართულ რესპუბლიკას სამხედრო ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა აღნიშნულ ფაქტს რუსეთისთვის ინტერვენციის განსახორციელებლად დაბრკოლება არ შეუქმნია. იქამდე ჯერ კიდევ 1918 წელს საქართველოს სომხეთი დაესხა თავს, ტერიტორიულ პრეტენზიებს აყენებდა თურქეთიც.



1939 წელს იმ დროს როდესაც საბჭოთა კავშირი ფინეთს თავს დაესხა, ფინეთი ნეიტრალური სახელმწიფო იყო, მაგრამ ის სრული ოკუპაციისგან ნეიტრალიტეტმა კი არა წარმოუდგენელმა თავდადებამ იხსნა. ძალთა ბალანსის კოლასალური სხვაობის მიუხედავად ომის მსხვერპლი 25 000 ფინელი და 125 000, ზოგი წყაროს ვნობით 165 000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი გახდა. „თეთრი სიკვდილის“ სახელით ცნობილი ფინელი სნაიპერის სიმო ჰაიჰას ანგარიშზე 542 შედეგიანი გასროლა აღმოჩნდა. ფინეთმა 32-დან 30, ხოლო სსრკ-მ 6500-დან 1200 ტანკი დაკარგა. შედეგად ფინეთმა ტერიტორიის 10% დაკარგა, მაგრამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, ბრძოლის და არა ნეიტრალიტეტის სტატუსი ქონის დამსახურებით.



1939 წელს, მოსკოვმა ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოს ოკუპაცია განახორციელა, რომელიც ნახევარი საუკუნე გაგრძელდა. ლიეტვუსაც, ლატვიასაც და ესტონეთსაც იმ დროისთვის ნეიტრალიტეტი ჰქონდათ გამოცხადებული, რაც ქაღალდზე დარჩა. ოკუპაციას კი დამოუკიდებლობის წართმევასთან ერთად ათეულათასობით ადამიანის დახვრეტა და ასეულათასობით ადამიანის დეპორტაცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ესტონეთში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე რუსეთისას 32%-ით აღემატება, 45%-ით ჩამორჩება ფინეთისას, ოკუპაციამდე კი ეს ორი ქვეყანა თანაბრად იყო განვითარებული.



ნეიტრალიტეტის და ნატოზე უარის თქმის მიუხედავად მოლდოვა დნეტრისპირეთს დღემდე ვერ იბრუნებს, ეკონომიკური განვითარების დონით კი უფრო ღარიბია ვიდრე ნიგერია, ბოლივია და გვატემალა, შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მა ქვეყანაში საქართველოს მაჩვენებლის მხოლოდ 55%-ს  აღწევს.


1994 წელს უკრაინამ რუსეთისგან, აშშ-ისგან და ბრიტანეთისგან ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტიის სანაცვლოდ საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებულ ბირთულ შეიარაღებაზე უარი განაცხადა, 2010 წელს კი კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის შესახებაც ჩაწერა. ძალიან მალე 2014 წელს რუსეთმა მისი ტერიტორიის ნაწილის ანექსია და ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, იმ ქვეყანამ რომელიც 20 წლით ადრე მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ვალდებულებას თავადვე მოაწერა ხელი. განიარაღებამ და ნეიტრალიტეტმა ვერც უკრაინას უშველა.


დაბოლოს ილუზია, რომ რუსეთი რაიმე შეთანხმებას უერთგულებს მცდარია და მას უკანასკნელი 300 წლიანი ისტორიული გამოცდილებაც მოწმობს, ძალიან ბევრიდან შესაძლებელია 10 ყველაზე მნიშვნელოვანის გახსენებაც:


1)    1722 წელი პეტრე I ვახტანგ VI-ს დახმარებად დაპირდა, მაგრამ ომის დაწყების წინა ოსმალეთთან პირისპირ შეატოვა


2)    1770 წელი ტოტლებენი ასპინძის ომიდან გაიქცა


3)    1795 წელი გეორგიევსკის ტრაქტქტის მიუხედავად კრწანისის ომში რუსეთი საქართველოს არ დახმარებია


4)    1801 წელი ანექსია


5)    1811 წელი ავტოკეფალიის გაუქმება


6)    1921 წელი ხელახალი ოკუპაცია, 9.5 თვით ადრე 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო


7)    1992 წლის 24 ივნისის სოჭის იგივე დაგომისის ხელშეკრულება, რომელიც სამაჩაბლოდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა, დაირღვა იმავე წელს, შემდეგ უკვე ახალი მასშტაბით 2008 წელს


8)    1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება განიარაღებაზე, 27 დღეში 1 ოქტომებრს გაგრა დაეცა


9)    1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება განიარაღებაზე, ზუსტად 3 თვეში სოხუმი დაეცა


10)  2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ძალებიც კონფილქტამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითვალისწინებდა დღემდე არ სრულდება.


მსგავს თემაზე:

"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


კონდოლიზა რაისის განცხადებით 2008 წელს თბილისი ვაშინგტონის ძალისხმევით გადარჩა


2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას?



სხვა სიახლეები