• Ƀ/$

უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობა მარტივდება

21 მაისი 18:17 | ეკონომიკა

საქართველოსა და უკრაინას შორის მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შევიდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს და უკრაინის ეკონომიკის მინისტრებმა მოაწერეს.

ხელმოწერა უკრაინის ქალაქ კიევში მიმდინარე ევროკავშირისა და DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება) პარტნიორების ვაჭრობის საკითხებზე მეორე არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.


ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელია იქნება როგორც უკრაინული, ასევე ევროკავშირში წარმოშობილი ნედლეულით, საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებულმა პროდუქციამ, უკრაინაში და/ან ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლოს ამ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. მაგალითად, უკრაინული ხილის კონცენტრატით საქართველოში დამზადებული ხილის წვენი ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას თუ დღეს დაიბეგრება იმპორტის გადასახადით, ცვლილებათა ოქმის ამოქმედების შემდგომ, უკვე დიაგონალური კუმულაციის პირობების თანახმად, დააკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და მისი ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.


თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარდა საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მსგავსად ID ბარათებითაც შეუძლიათ შესვლა. ორივე ქვეყანა ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია ნატოში ინტეგრაცია და ორივე მათგანის გაცხადებული მიზანია. გარდა ამისა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიების ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული.


მსგავს თემაზე:

უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა


სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ახლდარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო



სხვა სიახლეები