• Ƀ/$

გუშინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ ნავთობი ძალებს იკრებს

24 მაისი 11:08 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე, ხუთშაბათის კატასტროფული ვარდნის შემდეგ ძალებს იკრებს და პარასკევს პლუსში გადავიდა.

Brent-ის მარკის ნავთობის ივლისის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე დღეს დილიდან 1,18%–ით გაძვირდა – $68,56–მდე ბარელზე. გუშინდელ ვაჭრობაზე ამ მარკის ნავთობმა 4,55% დაკარგა.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ივლისში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,19%–ით გაიზარდა და ბარელზე $58,6–ს შეადგენს. გუშინდელ ვაჭრობაზე ამერიკული ნავთობის ფასი 5,71%–ით დავარდა.


MarketWatch წერს, რომ აშშ–ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუარესებამ ინვესტორები აიძულა, გადახედონ თავის პროგნოზებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდასთან და ნავთობზე მოთხოვნასთან დაკავშირებით.


სხვა სიახლეები