• Ƀ/$

შინამეურნეობების შემოსავლები ხარჯებზე მეტად არის გაზრდილი

24 მაისი 11:57 | ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2018 წელს გასულ წელთან შედარებით გაზრდილია შინამეურნეობების როგორც შემოსავლები ისე ხარჯები.

2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,187.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება.


2018 საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,123.5 ლარს, ხოლო ერთ სულზე 318.3 ლარს შეადგენდა.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით 3.4% პუნქტით გაიზარდა და 83% შეადგინა.



შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის დასახლებაში და 760.7 მლნ ლარს შეადგენდა.


აღნიშნული მაჩვენებელი 426.5 მლნ ლარის ფარგლებში იყო სოფლად. 2018 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს (49.7%), ასევე შემოსავლებს თვითდასაქმებიდან (11.4%). გარდა ამისა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (17.9%) არის წარმოდგენილი პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები და საჩუქრად მიღებული ფული (9%).


2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1,164.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.1 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.


გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,102 ლარს, ხოლო ერთ სულზე - 312.2 ლარს უტოლდება.


2018 წელს წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.6%-ული პუნქტით შემცირდა და 66.8% შეადგინა.


მსგავს თემაზე:

შინამეურნეობებმა 2017 წელს 223.4 მილიონი კუბური მეტრი წყალი მოიხმარეს


სტატისტიკა და ბედნიერების აღქმა ერთმანეთს არ ემთხვევა



სხვა სიახლეები