• Ƀ/$

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა იწყება - ტარიფები არ გაიზრდება

24 მაისი 18:23 | ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება კონკურენტული ბაზარი, მნიშვნელოვნად გაიზრდება მიწოდების უსაფრთხოება, მომხმარებელს კი შესაძლებლობა ექნება, ელექტროენერგია კონკურენტულ ფასად იმ მომწოდებლისგან შეიძინოს, რომელიც მას ყველაზე უკეთეს პირობებსა და მომსახურებას შესთავაზებს.


გარდა ამისა, რეფორმა შესაძლებლობას მისცემს მთავრობას, განსაზღვროს მომხმარებელთა ის კატეგორია (მცირე ბიზნესი და მოსახლეობა), რომელიც სატარიფო რეგულირებას დაექვემდებარება და მიმართოს იაფი ენერგია, პირველ რიგში, სწორედ ამ კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.


რაც შეეხება რეფორმის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ითვალისწინებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობების გამიჯვნას, ისმიმართულია ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად და ვერც ეს გარემოება გახდება მომსახურების ტარიფისზრდის გამომწვევი. 


გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, რეფორმის შედეგად წარმოქმნილი კომპანიების სიმრავლე არ გამოიწვევს მათი ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას. ძირითადად, ეს იქნება დღევანდელი ენერგეტიკული კომპანიებში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც ცალკე იურიდიულ ერთეულებად გარდაიქმნება. არც ეს გარემოება არის მიმართული მომსახურების ტარიფის გაზრდის მიმართულებით. პირიქით, მიწოდების საქმიანობაში კონკურენციის განვითარება აუცილებლად გამოიწვევს მართვის ეფექტურობის ზრდას და ხარჯების ოპტიმიზაციას.


ამდენად, როგორც ირკვევა, ენერგეტიკული რეფორმა ბაზარზე წარმოშობს კონკურენციას. ის კი, თავის მხრივ, იცავს მომხმარებელს, რომელიც მომსახურებას სხვადასხვა მიმწოდებლისგან და მისთვის ხელსაყრელი პირობებით მიიღებს.


 


მსგავს თემაზე:

სემეკმა მოქალაქეებს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის დავალიანებები ჩამოაწერა


ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარ ამოცანად მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაასახელა



სხვა სიახლეები