• Ƀ/$

ილონ მასკის ანაზღაურებამ 2018 წელს $2.28 მლრდ-ს მიაღწია

27 მაისი 11:53 | ეკონომიკა

ხელფასის რაოდენობა სახელმწიფოების, პროფესიისა და თანამდებობების მიხედვით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვდება, მან შეიძლება წელიწადში $100-საც ვერ მიაღწიოს და შეიძლება $2 მლრდ-საც გადააჭარბოს.

ღარიბ ქვეყნებში პროფკავშირები და საერთაშორისო ორგანიზაციები დღემდე იბრძვიან რომ ხელფასმა დღეში $2-ს მიაღწიოს, რაც ყოველთვის ვერ ხერხდება და ზოგჯერ ხელფასი თვეში $10-ზე ნაკლებია. განვითარებულ ქვეყნებში მინიმალური ხელფასი თვეში $1000-ს, საშუალო ხელფასი კი $3000-ს აჭარბებს, ხელმღვანელ პოზიციაზე მყოფი პირების 20-30 ათას დოლრას, სპორტის სუპერვარსკვლავების $5 მლნ-ს, ზოგიერთი გამორჩეული კომპანიის CEO-ს კი $10 მლნ-ს რაც წელიწადში $120 მლნ-ზე მეტია, თუმცა ზედა ზღვარი არც ესაა. 2018 წელს Tesla-ში ილონ მასკის ანაზღაურებამ $2.28 მლრდ შეადგინა, რაც თვეში $190 მლნ-ს უდრის, რაც თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასს 5700-ჯერ აღემატება.


2018 წელს ტესლას გაყიდვები იზრდებოდა, მიმდინარე წელს კი ტემპი შემცირდა, სულ 50 900 Tesla model 3 გაიყიდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6.2-ჯერ მეტია, თუმცა ჩამორჩება მესამე და მეოთხე კვარტალის მონაცემებს, მიუხედავად იმისა რომ გაყიდვები ევროპაშიც დაიწყო. იანვრიდან დღემდე კომანიის კაპიტალიზაცია 40%-ით $34 მლრდ-მდე შემცირდა.


მსგავს თემაზე:

ილონ მასკი - მიღწევები, ჩავარდნები და სამომავლო გეგმები


ილონ მასკი სმარტფონებს გამოუშვებს


ილონ მასკმა ლოს-ანჯელესში პირველი საავტომობილო მიწისქვეშა გვირაბი გახსნა



სხვა სიახლეები