• Ƀ/$

ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

27 მაისი 12:30 | ეკონომიკა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში, ჯივიპი  წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელს ცვლის. კომპანიამ სამუშაოების აღნიშნულ ეტაზე 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის ქსელი უკვე განაახლა.


რეაბილიტაციის თანახმად, განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.


გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 3  მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.


სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერია გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.


მსგავს თემაზე:

1 ფინჯანი ყავის მოსამზადებლად 140 ლიტრი წყალია საჭირო


ჭიათურა 24 საათინ წყალომამარაგებაზე დეკემბრიდან გადავა



სხვა სიახლეები