• Ƀ/$

ბათუმის შემოვლითი გზა 2020 წელს დასრულდება

28 მაისი 10:28 | ეკონომიკა

ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტესიურად გრძელდება მიმდინარე სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე ლევან კუპატაშვილი ადგილზე გაეცნენ. 

ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.


პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.


ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.


პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2018-2020 წლებია.


მსგავს თემაზე:

ბაკურიანის შემოვლითი გზა 2019 წელს გაიხსნება


ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთი ოთხზოლიანი გახდება


ბათუმში EBRD მხარდაჭერით ახალი საწარმო გაიხსნა



სხვა სიახლეები