• Ƀ/$

100 და 200 ევროიანი ბანკნოტები განახლდა

28 მაისი 11:20 | ეკონომიკა

გაყალებებისგან უკეთ დაცვის მიზნით ევროკავშირმა 100 და 200 ევროიანი ნომინალის მქონე ბანკონტები განაახლა. ახალ კუპიურებს უფრო მეტი დამცავი ნიშანი გააჩნია.

ცვლილებები ძირითადად ფერთა კონტრასტულობაში, უკეთესი ხარისხის ჰოლოგრამასა და წყლის ნიშანში აისახა.


100 ევროიანი ბანკნოტი 50 ევროიანის შემდეგ ევროზონაში ყველაზე გავრცელებული კუპიურაა, რომლის რაოდენობაც 2.7 მლრდ-ს აღწევს.


ევროს მოხმარება ევროზონას სცდება, ის მეორე გლობალური ვალუტაა დოლარის შემდეგ და 31%-იან წილს იკავებს. 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით ბრუნვაში სულ €1.2 ტრლნ-ს მოცულობის ნაღდი ფული იყო გაშვებული.


უანღდო ანგარიშსწორების სახით ევრო მიმოქცევაში 1999 წელს, ფიზიკური ფორმით კი 2002 წელს გაეშვა.


მსგავს თემაზე:

ჩინეთის ამბიციები, გახდება იუანი მსოფლიო ვალუტა?


ევრო 20 წლის გახდა



სხვა სიახლეები