• Ƀ/$

ანაკლიის ნავსადგურთან მისასვლელი გზის მშენებლობა პორტის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება

28 მაისი 14:01 | ეკონომიკა

საპროექტო ორგანიზაციამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიმართულების 4 ვარიანტი წარუდგინა. 

წარმოდგენილი ვარიანტებიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა საბჭომ, 1 ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა. საპროქტო ორგანიზაცია, შერჩეულ საუკეთესო მიმართულებაზე გააგრძელებს დამატებითი კვლევა-ძიების სამუშაოებს დეტალური პროექტის წარმოსადგენად.


დეტალური პროექტირებისთვის მიმართულების შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. შერჩეულ მიმართულებაზე დეტალური გეოლოგიური სამუშაოები დაიწყება, მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები.


ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს. „სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს.


ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა  ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება.


მსგავს თემაზე:

ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება


ანაკლიის პორტში პირველი გემის შესვლა, შესაძლოა, რამდენიმე თვით დაგვიანდეს


რიკოთის საავტომობილო გვირაბში 3-დან 7 ივნისამდე მოძრაობა შეიზღუდება



სხვა სიახლეები