• Ƀ/$

ეროვნული ბანკი : ლარის გაუფასურებაზე ეგზოგენური ფაქტორები ახდენენ გავლენას

29 მაისი 13:45 | ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზებზე ისაუბრა. 

მისი განცხადებით, გაცვლით კურსზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთა შესახებაც დროულად ინფორმაციის მიღება ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება. ამიტომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიმდინარე კურსის მოკლევადიან რყევებზე კომენატარს არ აკეთებენ.


მან აღნიშნა, რომ ლარის კურსზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, ხოლო გაუფასურების ძირითადი მიზეზები დოლარის გამყარების ტრენდი, ნავთობზე ფასის ინდექსის მზარდი ტენდენცია და თურქული ლირას გაუფასურებაა.


"ეს არის მოკლევადიანი რყევა. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. დღეის მდგომარეობით, ინფლაცია ზომიერ ფარგლებშია, 4,7%. ეგზოგენური ფაქტორების, ლირას გაუფასურებისა და ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, ინფლაციაზე იგრძნობა ერთჯერადი ფაქტორის -აქციზის გადასახადის გავლენაც. მცურავი გაცვლითი კურსის დადებითი მხარე არის ის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ვალუტის ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება. ბოლო 3 წლის პერიოდში ასეთი რამდენიმე შემთთხვევა იყო და მოსალოდენელია, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ლარი გამყარდება",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.


მისივე თქმით, საბაზრო ინფლაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი 1.4%-ია და ფასების ინდექსის ზრდა დროებით ხასიათს ატარებს.


სხვა სიახლეები