• Ƀ/$

კახეთში წიაღისეულის მოძიებითი სამუშაოები გაფართოვდება

30 მაისი 13:53 | ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კახეთში მინერალური რესურსების დიდი მარაგები არსებობს, საიდანაც შესწავლილი მხოლოდ 1.5 პროცენტია.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, კახეთში დიდი მარაგები არსებობს მინერალური რესურსების მიმართულებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ   კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.


ეკონომიკის მინისტრმა ფორუმზე ვრცლად ისაუბრა კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების დიდ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია წიაღისეულის მოპოვების დარგს. „კახეთში დიდი პოტენციალია საშენ მასალათა მიმართულებით - ეს არის თიხა-თაბაშირი, კერამიკული და სააგურე თიხები, ინერტული მასალები და ა.შ.“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ამასთან, მინისტრის თქმით, მთავრობა კახეთში წიაღისეულის მოპოვების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს - მიმდინარეობს საინვესტიციო წინადადებების დაპაკეტება და მოხდება მათი ინვესტორებისთვის შეთავაზება.


მსგავს თემაზე:

კახეთის რაიონებში ქარსაფარი ზოლები გაშენდება


კახეთში საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება



სხვა სიახლეები