• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, კახეთი ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისით გამორჩეულია

30 მაისი 15:55 | ეკონომიკა

კახეთის საინვესტიციო ფორუმზე ნათია თურნავამ ტრადიციულ მწვანე ენერგეტიკასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის შეფასებით,ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისითაც კახეთი ძალიან გამორჩეულია რეგიონია.

„2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით აქტიურად ვავითარებთ მცირე ჰიდროსადგურებს. ეს პროცესი მიდის სწრაფად, მიუხედავად იმისა, რომ მეტიგამოწვევა გვაქვს, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, მეტად ვაქცევთ ყურადღებას გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ პირობებს, რადგან ამ თვალსაზრისითაც მეტადვართ უკვე ინტეგრირებულები ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. ბოლო 56 წელიწადში კახეთში აშენებული გვაქვს 6 მცირე და საშუალოჰიდროსადგური, ჯამში 29 მეგავატი სიმძლავრით - ეს არის ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია უშუალოდ კახეთში და ეს არის ასობითდასაქმებული ადამიანი“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


როგორც ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს განუცხადა, დაგეგმილია და სხვადასხვა სტადიაზეა კიდევ 5 ჰიდროსადგურის პროექტი.


„ეს არისდამატებით ას მილიონზე მეტი ინვესტიცია, ეს არის ათეულობით მუდმივმოქმედი სამუშაო ადგილი, ეს არის დაახლოებით 400 მილიონი კვ/სთ. ადგილობრივიწარმოების ელექტროენერგია, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული გარე რესურსზე ამ მნიშვნელოვან სფეროში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


მსგავს თემაზე:

კახეთში საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება


კახეთში წიაღისეულის მოძიებითი სამუშაოები გაფართოვდება



სხვა სიახლეები