• Ƀ/$

მარნეულის გზის რეაბილიტაცია სექტემბრამდე დასრულდება

30 მაისი 17:52 | ეკონომიკა

მარნეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-33) მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის კმ0-კმ5.9-ის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს.

ასფალტ-ბეტონის საფარიანი მონაკვეთები, მოწყობის ტექნოლოგიის დარღვევით გამოწვეული, მრავალი სახის დაზიანებით იყო წარმოდგენილი. პრაქტიკულად ყველგან ჩამომტვრეული იყო ნაწიბურები.


გზაზე მთლიანად მოშლილი იყო საგზაო აღჭურვილობა, აღარ არსებობდა საგზაო ბარიერების არცერთი სახეობა, გზის მონიშვნა და საგზაო ნიშნები, გზა ვეღარ აკმაყოფილებდა საგზაო უსაფრთხოების ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი.


აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ორივე მხარე მჭიდროდაა დასახლებული, აღნიშნულ მონაკვეთებზე მოუწესრიგებელი იყო ეზოში შესასვლელები. ანალოგიური მდგომარეობა დაგხვდა გზის მიერთებებზეც.


პროექტის მსვლელობის დროს, საავტომობილო გზაზე, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის დამონტაჟდა დროებითი საგზაო ნიშნები და საინფორმაციო დაფები.


თითქმის 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის 8 თვეა გათვალისწინებული. აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის დონორობით ფინანსდება და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.


მსგავს თემაზე:

მარნეულში წყალმომარაგების სამუშაოები 2021 წელს დასრულდება



სხვა სიახლეები