• Ƀ/$

APM Terminals Poti განცხადებას ავრცელებს

30 მაისი 17:21 | ეკონომიკა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ეკონომიკის სამინისტრის მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებული ნებართვის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღიათ.

„მედიის და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთი, ფოთის საზღვაო ნავსადგური ეხმიანება ფოთის პორტის ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ მოვლენებს და აკეთებს შემდეგ განცხადებას: „ეიპიემ ტერმინალს ფოთს არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს კომენტარს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.


მსგავს თემაზე:

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ფოთის პორტის მშენებლობაზე ნებართვა არ გაცემულა



სხვა სიახლეები