• Ƀ/$

კახეთში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 47 მლნ ლარი დაიხარჯება

31 მაისი 10:51 | ეკონომიკა

კახეთში 2019-2020 წლებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 47 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ,,საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე-კახეთი 2019“ განაცხადა. 

„წელს  ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ფაზას, რომლისთვისაც 26 მლნ ლარია გამოყოფილი. 2021 წლის დასაწყისში თელავს ექნება სრულიად რეაბილიტირებული წყლის ინფრასტრუქტურა და 24 საათიანი წყალმომარაგება. ასევე, ხორცილდება თელავის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სადაც დამატებით 12 მლნ ლარის ინვესტიცია იდება“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 


სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ისაუბრა კახეთის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და  აღნიშნა რომ დასრულებულია ლაგოდეხის წყლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, დაწყებულია ქალაქ ყვარლის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მოწყობის საპროექტო სამუშაოები, რომელთა სამშენებლო სამუშაოებიც  მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.


წლის ბოლომდე დასრულდება საგარეჯოში, სიღნაღში და ახმეტაში სრული გამართული ოპერირებისათვის საჭირო დარჩენილი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს სოფელ მატანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა, შემოდგომიდან კი დაიწყება წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა. ასევე, სოფლების ძველი ანაგი, ველისციხე და სხვა დასახლებებში იგეგმება   წყლმომარაგების პრობლემების მოგვარება.


მსგავს თემაზე:

ზუგდიდში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბლიტაციაზე 179 მილიონი დაიხარჯება


წყალმომარაგების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მლნ ლარით 2019 წელს 85 პროექტი განხორციელდება


ჭიათურა 24 საათინ წყალომამარაგებაზე დეკემბრიდან გადავა



სხვა სიახლეები