• Ƀ/$

ეკონომიკა აპრილში 5.1%-ით გაიზარდა

31 მაისი 11:37 | ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშპ-ის ზრდის ტემპმა 5.1% შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა მშენებლობაში.


იმავე პერიოდში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.1%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.7%-ით გაიზარდა.


იანვარ-აპრილში ექსპორტის მოცულობა 17.9%-ით $1.133 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 3.1%-ით $2.726 მლრდ-მდე შემცირდა.


აპრილში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6.6%-ით 4303-მდე, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 12.2%-ით 6.165 მლრდ ლარამდე გაიზარდა.



2018 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4.7% შეადგინა, 2019 წლის ბიუჯეტი კი 4.5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.


მსგავს თემაზე:

განათლების დაფინანსების მოცულობა მშპ–ის 6%–ს მიაღწევს


4 თვეში ექსპორტმა $1.133 მლრდ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები