• Ƀ/$

ბახმაროში "ორბი ჯგუფი" $100 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელებას იწყებს

31 მაისი 14:43 | ეკონომიკა

სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფი“ კურორტ ბახმაროზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობასა და $100 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს.

კომპანიის გენერელური დირექტორის ირაკლი კვერღელიძის განცხადებით 2021 წლისთვის ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები, სპა, სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ღია და დახურული აუზები და პარკინგი მოეწყობა.


"სახელმწიფოს და ჩვენი მიზანია, ბახმარო 4 სეზონიან კურორტად გადაიქცეს, შეიქმნას თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ.


ჩვენი საინვესტიციო პროექტის მიხედვით აშენდება სასტუმრო კომპლექსი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები; სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ღია და დახურული აუზები, პარკინგი, და ა.შ. რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად მოემსახუროს 300 000-ზე მეტ ტურისტს, რაც 20-ჯერ მეტია დღეს არსებულთან შედარებით და ამ მხრივ უნიკალური მოვლენაა არა მარტო ბახმაროსათვის, არამედ გურიისთვისაც. ეს იქნება უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიზიდავს მაღალბიუჯეტიან ტურისტებს, რაც გურიის ეკონომიკისათვის მძლავრი სტიმული იქნება. იგი სოლიდურ შემოსავლებს მისცემს, როგორც ბიუჯეტს, ისე მოსახლეობას. სტაბილურად დასაქმდება ათასობით ადამიანი," - აცხადებს ირაკლი კვერღელიძე.


მსგავს თემაზე:

ბახმაროში 5 000 სასტუმრო ადგილის შექმნაა დაგეგმილი


ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა



სხვა სიახლეები