• Ƀ/$

რუსთავისა და მარენულის მოსახლეობას რუსთავი-წითელი ხიდის გზის პროექტის განსახლების გეგმა გააცნეს

31 მაისი 17:52 | ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქ. რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რუსთავი-წითელი ხიდის გზის პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი პროცედურები გააცნეს. 

მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის შესახებ. რუსთავი-წითელი ხიდის გზა ქალაქ რუსთავსა და მარნეულის მუნიციპალტეტზე გაივლის. ყველა, ვისაც განსახლება შეეხება კომპენსაციას მიიღებს.


მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა პროექტის განხორციელების გრაფიკის შესახებ და კონსულტაციები მიიღეს მიწის შეძენის პრინციპებისა და აქტივების გამოსყიდვის თაობაზე.


რუსთავი-წითელი ხიდის 31 კმ-იანი გზა, საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ნაწილია და აზერბაიჯანის საზღვრამდე მიდის. რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს. 


თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, ჩქაროსნული გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი. ახალი 4 ზოლიანი გზა შემხვედრი მოძრაობის გარეშე, უსაფრთხოების და ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით აშენდება.


პროექტის განხორციელების ვადები 2020-2022 წლებია.


მსგავს თემაზე:

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გადაიარაღდება


ლილომდე და რუსთავამდე მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს


რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო



სხვა სიახლეები