• Ƀ/$

ტრამპმა მექსიკურ პროდუქციაზე 5%-იანი იმპორტის გადასახადი დააწესა

31 მაისი 19:12 | ეკონომიკა

აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელი ჯერ არ აშენებულა, მაგრამ ტრამპმა მიგრანტთა ტალღის შეჩერების მიზნით მეხიკოს იმპორტზე 5%-იანი ტარიფები დაუწესა, ზრდის პერსპექტივით.

აშშ-ს მექსიკასთან და კანადასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება USMCA აკავშირებს, რომელსაც ხელი 2018 წლის 30 ნოემბერს მოეწერა და რომელმაც 1994 წელს ხელმოწერილი NAFTA ჩაანაცვლა. ახალ ხელშეკრულებაში ტრამპმა რამდენიმე დამატებითი პუნქტი ჩაამატა და ამერიკულ კომპანიებს მექსიკაში წარმოების გადატანა შეუზღუდა.


აშშ-ის პრეზედენტმა მოახერხა და რამდენიმე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა, გადასახადები შეამცირა, ჩინურ პროდუქტზე იმპორტის ტარიფი გაზარდა, თუმცა ვერ შეძლო მექსიკის საზღვართან ვერც კედლის და ვერც ღობის აშენება. კონგრესმა დაფინანსების გამოყოფაზე უარი განაცხადა.


5%-იანი ტარიფი ძალაში 10 ივნისიდან შევა და თუ მიგრანტთა ნაკადი არ შემცირდა ის ეტაპობრივად გაიზრდება.


2018 წელს აშშ-მექსიკის სავაჭრო ბრუნვამ $611 მლრდ-ს მიაღწია. ბალანსში უპირატესობა მექსიკას გააჩნია. აშშ-ის დეფიციტმა კი $81 მლრდ შეადგინა.


მსგავს თემაზე:

NAFTA-ს USMCA ანაცვლებს


სასაზღვრო კედლის დაფინანსება ტრამპმა კონგრესს წლიური ანგარიშის წარდგენის დროსაც მოსთხოვა



სხვა სიახლეები