• Ƀ/$

1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 9.2%-ით, $2.37-დან $2.59-მდე გაიზარდა

3 ივნისი 10:53 | ეკონომიკა

ექსპორტირებულმა ღვინის მოცულობამ იანვარ-ივნისში 33.6 მლნ ბოთლს მიაღწია რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6%-ით აღე,ატება, უფრო მეტად 16%-ით $87 მლნ-მდე გაიზარდა ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა. 

1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 9.2%-ით, $2.37-დან $2.59-მდე გაიზარდა.


ექსპორტის გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 126% (322 835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2 972 733) და პოლონეთი - 18% (1 540 182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 91% (46 254), ისრაელი - 72% (131 184), ლიეტუვა - 57% (270 564), ბელარუსი - 47% (680 906), ესტონეთი - 33% (287 582), ნიდერლანდები - 27% (42 380), კანადა - 26% (76 860), მონღოლეთი - 22% (106 452), გერმანია - 9% (274 721), რუსეთი - 5% (21 372 581) და ა.შ.


ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (21 372 581), უკრაინა (3 080 562), ჩინეთი (2 972 733), პოლონეთი (1 540 182) და ყაზახეთი (1 223 256).


ადგილწარმოშობის დასახელებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6 047 911 ბოთლი (ზრდა 6%), “მუკუზანი“ – 1 957 553 (ზრდა 20%), „წინანდალი“ – 1 509 961 (ზრდა 10%), ახაშენი - 638 878 (0%), „ხვანჭკარა“ – 402 802 (ზრდა 43%) და ა.შ.


წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.


ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10.7 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 19  ქვეყანაში ექსპორტირებულია 216.5 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572.2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%).


მსგავს თემაზე:

დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა


„საქართველო ღვინის სამშობლო“ - გამოფენა ტოკიოში



სხვა სიახლეები