• Ƀ/$

ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა

3 ივნისი 13:13 | ეკონომიკა

ნავთობის ფასი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს. ბოლო 5 დღეში Brent-ის ტიპის ნავთობის ივლისის ფიუჩერსული ღირებულება 12.5%-ით $60.96-მდე, WTI-ის ტიპის კი 10%-ით $53-მდე გაიაფდა.

ფასების ვარდნა ერთდროულად აშშ-ში მოპოვების ზრდამ და ჩინეთში მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია. მაისის ბოლო კვირაში აშშ-ში ნავთობის მოპოვება 100 ათასი ბარელით 12.2 მლნ ბარელამდე გაიზარდა. ფასზე დამატებითი წნეხი ტრამპის მიერ მექსიკისთვის ტარიფების ზრდაც გახდა.


წლის დასაწყისში Brent-ის ტიპის ნავთობი $53.80 ღირდა, ირანთან გამკაცრებული სანქციების შედეგად მისი ფასი 4 თვეში 40%-ით $75-მდე გაიზარდა. ტენტენცია მსგავსი იყო WTI-ის შემთხვევაშიც, რომელიც იანვარ-აპრილში 45%-ით $45-დან $66-მდე გაძვირდა.



ფასების ვარდნა ჯერჯერობით ქართულ ბაზარს არ დასტყობია. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე პრემიუმის ტიპის ბენზინი 2.46-დან 2.54 ლარამდე მერყეობს, რეგულარი 2.38-დან 2.44 ლარამდე, ხოლო დიზელი 2.47-დან 2.58-მდე.


მსგავს თემაზე:

ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა



სხვა სიახლეები