• Ƀ/$

ხატია წილოსანი USTR წარმომადგენლებს შეხვდა

3 ივნისი 17:20 | ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის (USTR) წარმომადგენლებს შეხვდა.

„შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებზე ვისაუბრეთ; ყურადღება ქვეყანაში სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა. მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის საკითხის განხილვა“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ჩიმაკაძე, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ინაური და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მსგავს თემაზე:

ხატია წილოსანი პარიზში OIE-ს გენერალურ სესიაში მონაწილეობს



სხვა სიახლეები