• Ƀ/$

Polish Airlines-მა Boeing-თან კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი განაცხადა

4 ივნისი 11:17 | ეკონომიკა

Polish Airlines-მა Boeing  737 MAX-ის შესყიდვის კონტრაქტის გაუქმება გამორიცხა, თუმცა ამერიკულ მხარეს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მოსთხოვა.

პოლონური ავიაკომპანიის ხელმღვანლის განცხადებით იმ პირების გადაწყვეტილება რომლებმაც ხელშეკრულება შეწყვიტეს მიიღეს უფრო ემოციური გადაწყვეტილება, ვიდრე რაციონალური.


Boeing  737 MAX-მა 2018-2019 წლებში ჯერ ინდონეზიაში და შემდეგ ეთიოპიაში კატასტროფა განიცადა, რასაც ჯამში 343 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე შემთხვევაში მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა. ავიაკატასტროფების შემდეგ მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ და ავიაკომპანიამ მსგავის ტიპის ხომალდზე უარი განაცხადა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტლებით ფრენები დროებით საქართველოშიც შეიზღუდა.


მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო საწარმო უილიამ ბოინგმა 1916 წელს სიეტლში დააარსა. ის ბაზარზე პირველია. მისი კაპიტალიზაცია $226 მლრდ-ს შეადგენს, რაც მეორე გიგანტზე, ფრანგული წარმოშობის Airbus-ზე 2.3-ჯერ მეტია. ბოინგის შემოსავალმა 2018 წელს $101 მლრდ-ს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება $10.4 მლრდ-ს შეადგენდა. მისი აქტივების ღირებულება $157 მლრდ-ა, დასაქმებულთა ოდენობა კი 157 ათასი.


მსგავს თემაზე:

რუსულ თვითმფრინავებზე ევროპამ საბოლოო უარი თქვა


4 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1.45 მლნ-ს მიაღწია


აზერბაიჯანმა „ბოინგთან“ მილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა



სხვა სიახლეები