• Ƀ/$

სომხეთის ხელისუფლება ეკონომიკის გასავითარებლად გზებს ეძებს

4 ივნისი 13:42 | ეკონომიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქალაქ გიუმრიში არსებული „შირაქის“ აეროპორტის სრული ამოქმედება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქალაქ გიუმრიში არსებული „შირაქის“ აეროპორტის სრული ამოქმედება.


„სომხეთის რესპუბლიკისთვის საჰაერო გადაზიდვებს სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღიდან ჩვენი ქვეყანა სანახევროდ ჩაკეტილ მდგომარეობაში იმყოფება და ამ პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს საჰაერო ტრანსპორტი. ჩვენი დღის წესრიგისთვის საჭირო და აუცილებელია, რაც შეიძლება მალე, სრულად ავამოქმედოთ გიუმრის აეროპორტი, რომელიც თავის მხრივ სხვა პრობლემებს გადაჭრის - ეს იქნება ავიაბილეთებზე ფასების კლება და სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ტურიზმის განვითარება. აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ფაშინიანმა


მისივე თქმით, გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ „ადგილობრივი ავია გადამზიდავების საქმიანობა არ არის იმდენად მაღალი, როგორიც უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს და ვცდილობთ შევქმნათ პირობები, რათა ბაზარზე გაჩნდნენ სომხური ავია გადამზიდი კომპანიები და ამ კუთხით ამაღლდეს კონკურენცია“.


2007 წელს, სომხეთის იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გიუმრის „შირაქის“ აეროპორტი არგენტინულ კომპანია „კორპორასიო ამერიკას“ გადაეცა სამართავად.


სხვა სიახლეები