• Ƀ/$

ეკატერინე მიქაბაძე - სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს ბიზნესაქტივობა გაზრდილია

4 ივნისი 15:00 | ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოში 2019 წელს ბიზნესაქტივობა გაზრილია, რაც "საქსტატის" მონაცემებით დასტურდება.

„საწარმოთა საქმიანობის შედეგები ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოში ბიზნესაქტივობა გაზრდილია, რაცგანპირობებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაბილურობით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემოთი, ასევე სწორი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგები.


ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა და ბიზნესსექტორისბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.


 „საქსტატის“ თანახმად, ბიზნესსექტორის ბრუნვა საანგარიშო პერიოდში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27,5%-ით გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარი შეადგინა. ბიზნესსექტორის გამოშვება გაიზარდა 9%-ით და 9.5 მლრდ-ს მიაღწია. საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა და გამოშვება გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. გამოშვებისზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 8.9%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 6.1%), ტრანსპორტისა დადასაწყობების (ზრდა 11.8%), ხელოვნების, დასვენების და გართობისა (ზრდა 29.7%) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკურისაქმიანობების (ზრდა 32.6%) სექტორებმა შეიტანეს. ეკატერინე მიქაბაძე ასევე ამახვილებს ყურადღება ბიზნესის მიერ საანგარიშოპერიოდში შექმნილ სამუშაო ადგილებზეც. კერძოდ, ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზემაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 8.4%), სასტუმროების და რესტორნების (ზრდა 9.5%), ჯანდაცვის დასოციალური მომსახურების (ზრდა 4.1%) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 3.8%) სექტორები.


 „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორისკონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა დადასაქმების ზრდას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მან აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ეკონომიკური ზრდის პროცესში. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მთავრობის მიერ აღნიშნულისექტორის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად მოქმედებს მცირე და საშუალო საწარმოთაგანვითარების პროცესზე.


 „ჩვენ მიერ 2016 წლიდან ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კომპლექსური სტრატეგია და რეფორმებიმიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. შედეგად, ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება აღნიშნულისექტორის კონკურენტუნარიანობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინემიქაბაძემ.


 „საქსტატის“ თანახმად, 2019 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.0 პროცენტით, ამასთან, საშუალო საწარმოების - 8.3%-ით, ხოლო მცირე საწარმოების - 16.7%-ით.


მსგავს თემაზე:

ეკატერინე მიქაბაძე - ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა


საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროცესში EBRD-ს როლი პოზიტიურად შეფასდა



სხვა სიახლეები