• Ƀ/$

მაისში ტურისტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

4 ივნისი 15:06 | ეკონომიკა

მაისში საქართველოს 723 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14.2%-ით აღემატება, 18%-ით 425 000-მდე გაიზარდა ტურისტების რაოდენობაც, იფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

5 თვის განმავლობაში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +48.2%, შვედეთი +31.2%, პოლონეთი +27.2%, გერმანია +26.4%, საფრანგეთი +26%, ნიდერლანდები +22.3%, და სხვა.


განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყირგიზეთი +135.4%, უზბეკეთი +90.5%, ყაზახეთი +84.6%, ჩინეთი +56.4%, ბელარუსი +45.8%, აშშ +33.9% და სხვა.


2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 2.98 მლნ საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ა.


ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1.66 მლნ შეადგინა, რაც 121 ათასით მეტია 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +7.9%).


წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში $856 მლნ-ს შეადგენს (ზრდა +8.4%), რაც 66 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში $3.2 მლრდ შეადგინა (ზრდა +19.1%), რაც 518 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


მსგავს თემაზე:

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება


ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 თვეში $1 მლრდ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები