• Ƀ/$

გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

5 ივნისი 10:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებს აქტიურად განაგრძობს.

გუდაურში, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი


ნაგებობების მშენებლობა იწყება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და ჩინური კომპანია ,,China Nuclear 23” -ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლუ კემ. პროექტი ითვალისწინებს წყალარინების ხუთი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა დ შემდგომ მის ექსპლუატაციაში გაშვებას. თანამედროვე ტიპის ობიექტები მინიმუმამდე დაიყვანს რეგიონში ეკოლოგური დაბინძურების საფრთხეს და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ტურისტულ ზონაში გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია ,,China Nuclear 23” შეასრულებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 22 000 000 ლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.


გუდაურში წელს დაიწყო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა, პროექტს აზიის განვითარების ბანკი 26,157,302.08 ლარით აფინანსებს და მისი დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება. სამუშაოების ფარგლებში აშენდება ახალი რეზერვუარი, მოეწყობა ჭაბურღილები, ასევე 34 კმ-მდე საკანალიზაციო და 3 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი. გარდა ამისა, დამონტაჟდება თანამედროვე ობიექტების მართვის ელექტრონული სისტემა (SCADA), რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგების ოპერირების გამართულ მუშაობას. გუდაურში ასევე მიმდინარებს ხელოვნური რეზერვუარის წყლის შემვსები სამუშაოები.


მსგავს თემაზე:

გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება


გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა



სხვა სიახლეები