• Ƀ/$

ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვანი რისკების წინაშეა

5 ივნისი 13:19 | ეკონომიკა

აშშ-ის სანქციების შედეგად ირანის ნავთობის გამომუშავება 1990 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

აღნიშნულის პარალელურად საუდის არაბეთმა ნავთობის წარმოება გაზარდა, რადგან შენარჩუნებული იყოს OPEC-ის დადგენილი ვალდებულებები, საერთო ბაზარზე ნავთობის მოცულობის კლების თავიდან ასაცილებლად.


OPEC-ი ნედლი ნავთობის საერთაშორისო მოთხოვნების დაახლოებით 40%-ს აწარმოებს.


ბლუმბერგის მიხედვით, ირანის ყოველდღიური ნავთობის წარმოება 230 000-დან 2.32 მილიონ ბარელს უტოლდებოდა. საუდის არაბეთმა ყოველდღიური ნავტობის მოპოვება 170 000-დან 9.96 მილიონ ბარელამდე გაზარდა.


OPEC-ის 14 წევრის ნავთობის ყოველდღიური წარმოება 30, 26 მილიონ ბარელს შეადგენს.


პარალელურად ბოლო კვირებში ლიბიამ და ერაყმაც გაზარდეს საკუთარი ნავთობის პროდუქცია.


OPEC-ის წევრები უახლოს კვირებში გეგმავენ ერთობლივ შეხვედრას, მომდევნო 6 თვის პროდუქციის გეგმაზე სასაუბროდ. ირანი მათ აფრთხილებს, რომ აღნიშნული კარტელის მოქმედება შესაძლოა პოლიტიკური მიზეზებით, უფრო დაზუსტებით კი რეგიონალური, ირან-საუდის არაბეთის დაპირისპირების გამო ჩამოიშალოს.


ოფიციალურ თეირანსა და რიადს შორის დაპირისპირება უკანასკნელ კვირებსი განსაკუთრებით გამწვავდა. ეს ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოების დრონების გამოყენებით, საუდის არაბეთის მნიშვნელოვან სანავთობე ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განხორციელდა. ოფიციალური რიადი მომხდარში ირანს ადანაშაულებს.


 


ავტორი: რატი ერისთავი #მედიალაბორატორია


მსგავს თემაზე:

ირანზე ამერიკის ზეწოლა ახალ მასშტაბებს იძენს


ირანის ნავთობზე ინდოეთმაც უარი თქვა



სხვა სიახლეები