• Ƀ/$

მსოფლიო ბანკი რუსეთის ეკონომიკას სკეპტიკურად აფასებს

5 ივნისი 13:50 | ეკონომიკა

რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2019 წელს 1,2%-ს შეადგენს. ასეთი პროგნოზი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა.

აღნიშნული მაჩვენებელი 0,2%-ით ნაკლებია, იმავე ფინანსური ინსტიტუტის აპრილის კვლევასთან შედარებით. მაშინ ექსპერტებმა რუსეთის მშპ-ს ზრდა 1,5-1,4%-ით ივარაუდეს, ნავთობის ფასების ვარდნის გამო.


სპეციალისტების თქმით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი თურქეთში დაფიქსირდა (-1%). ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელია ტაჯიკეთში – 6%-ით და თურქმენეთში – 5,6%-ით.


დამატებით მოსალოდნელია, რომ ნედლი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები - აზერბაიჯანი, ყახაზეთი და რუსეთი, ნავთობის ფასების ზრდის გამო სარგებელს ნახავენ.


რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება


რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების ვარდნა ქვეყანაში ნავთობმოპოვების შემცირებას, ასევე ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას და 2019 წლიდან დამატებითი ღირებულების გადასახადის ზრდას უკავშირდება.


ექსპერტების შეფასებით, ეს დამატებით რუსულ ეკონომიკაში ინვესტიციების შემცირებას, გაუგებარი ეკონომიკური კურსის გატარებას და დემოგრაფიულ პრობლემებს უკავშირდება.


მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთის მშპ-ს ზრდის პიკი 2018 წელს, 2,8%-ზე დაფიქსირდა.


აღნიშნული განაპირობა ნავთობის ფასების ზრდამ, მსხვილ ენერგეტიკულ ობიექტებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა და რუსეთში ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთში.


სხვა სიახლეები