• Ƀ/$

ნავთობი კვლავ ვარდნაშია

5 ივნისი 14:37 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე, გუშინდელი ზრდის შემდეგ, ოთხშაბათს, 5 ივნისს კვლავ მინუსში გადავიდა.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, აგვისტოში მიწოდების პირობით, ლონდონის ბირჟაზე 0,37%–ით შემცირდა და ბარელზე $61,74 ფიქსირდება.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ივლისის ფიუჩერსები, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, 0,64%–ით გაიაფდა და ბარელი $53,14 ღირს.


„ნავთობის ფასი ბოლო სესიების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა და სამშაბათს ტრეიდერები ნედლეულის დაბალ ფასში შეძენას შეეცადნენ“, – აღნიშნავს Long Leaf Trading Group–ის ანალიტიკოსი ჯეიმს ჰეტზიგიანისი.


მაისის განმავლობაში Brent-მა 11%–ზე მეტი დაკარგა, ხოლო ამერიკულმა ნავთობმა – 16%–ზე მეტი.


სხვა სიახლეები