• Ƀ/$

„ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი

6 ივნისი 10:13 | ეკონომიკა

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ბიზნესი ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული.

"ოქროს სიის" გაქუმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს. 


კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა). 

ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში –გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს). 


შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვატო ლაშქარაძე დაახლოებით 2 თვის წინ განმარტავდა, რომ „ოქროს სიას“ კავშირი არ არაქვს საბაჟო გადასახადის გადახდასთან ან არ გადახდასთან და ის მხოლოს პროცესის მოწესრიგებისთვის არსებობდა.


"ოქროს სია“ საერთოდ არ არის კავშირში გადასახადის გადახდასთან, ან არ გადახდასთან. დღეის მდგომარეობით, 155 კომპანიაა ოქროს სიაში და ის შექმნილია მხოლოდ საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის შემდგომ, თუ კომპანია ჯდება ამ კრიტერიუმებში, მას აქვს უფლება გახდეს "ოქროს სიის" წევრი. უმეტეს შემთხვევაში, ამ ოქროს სიაში დიდი კომპანიები ხვდება“,- აცხადებდა ვატო ლაშქარაშვილი.


იყო თუ არა ბიზნესი „ოქროს სიის“ გაუქმების შესახებ წინასწარ ინფორმირებული?


ამასთან დაკავშირებით მედიასთან  კომენტარს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დღეს 13:00-ზე გააკეთებს.  


 


სხვა სიახლეები