• Ƀ/$

კახეთის გზატკეცილზე მოძრაობა იზღუდება

6 ივნისი 10:37 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.

სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე - ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.


აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე - აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.


მსგავს თემაზე:

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე გზა დაიგო


კახეთში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 47 მლნ ლარი დაიხარჯება


ბუშის ქუჩაზე და კახეთის გზატკეცილზე გამწვანება 7 ჰექტარზე განახლდება



სხვა სიახლეები