• Ƀ/$

ბიზნესომბუდსმენი "ოქროს სიის" ერთ–ერთი შეღავათის გაუქმებას ბიზნესთან კომუნიკაციაში მთავრობის ჩავარდნად აფასებს

6 ივნისი 13:33 | ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ "ოქროს სიისთვის" 30–დღიანი შეღავათის გაუმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ეს არის ჩავარდნა მთავრობის ბიზნესთან კომუნიკაციაში".

მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიზნესი წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.


"ვფიქრობ, რომ ეს არის ჩავარდნა მთავრობის ბიზნესთან კომუნიკაციაში. როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ბიზნესთან დაკავშირებით, ბიზნესი უნდა იყოს ინფორმირებული. ბრძანებაში ცვლილება 31 მაისს შევიდა, 2 ივნისს გავრცელდა მაცნეში და 12 ივნისს კომპანიები უკვე უნდა გადაეწყონ ახალი რეგულაციების მიხედვით. ამიტომ მცირე დროში ესეთი გადაწყობა ძალიან რთული იქნება ბიზნესისთვის. ვფიქრობ, სანამ არ გაიმართება სამინისტროს კონსულტაციები ბიზნესთან, მანამდე იმ მოცემულობის შენარჩუნება უნდა მოხდეს რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


ბიზნესომბუდსმენს აქვს მოლოდინი, რომ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება შედგება და მთავრობა ბიზნესისთვის გონივრულ გდაწყვეტილებას მიიღებს.


ოქროს სიის შესახებ


კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. 


"ოქროს სიის" გაქუმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს.


კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).


ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში –გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს).


შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვატო ლაშქარაძე დაახლოებით 2 თვის წინ განმარტავდა, რომ „ოქროს სიას“ კავშირი არ არაქვს საბაჟო გადასახადის გადახდასთან ან არ გადახდასთან და ის მხოლოს პროცესის მოწესრიგებისთვის არსებობდა.


"ოქროს სია“ საერთოდ არ არის კავშირში გადასახადის გადახდასთან, ან არ გადახდასთან. დღეის მდგომარეობით, 155 კომპანიაა ოქროს სიაში და ის შექმნილია მხოლოდ საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის შემდგომ, თუ კომპანია ჯდება ამ კრიტერიუმებში, მას აქვს უფლება გახდეს "ოქროს სიის" წევრი. უმეტეს შემთხვევაში, ამ ოქროს სიაში დიდი კომპანიები ხვდება“,- აცხადებდა ვატო ლაშქარაშვილი.


იყო თუ არა ბიზნესი „ოქროს სიის“ გაუქმების შესახებ წინასწარ ინფორმირებული?


ამასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დღეს 13:00-ზე გააკეთებს.


მსგავს თემაზე:

გიორგი ცუცქირიძე: ოქროს სია აქამდეც უნდა გაუქმებულიყო


ექსპერტი: "ოქროს სიის" გაუქმება აძლიერებს სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის პრინციპებს



სხვა სიახლეები