• Ƀ/$

შატილამდე მიმავალი გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

7 ივნისი 10:46, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის გაწმენდით სამუშაოებს მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან  ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად გაეცნო. 

5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრის მანძილზე დააზიანა. აღდგენით სამუშაოებს ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელი შპს „მამისონი“ ამ დრომდე ახორციელებს.


ამ დროისთვის, გართულებულია მიმოსვლა შატილის თემის 8 სოფელთან.


ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები.


მსგავს თემაზე:

ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო



სხვა სიახლეები