• Ƀ/$

5 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1.91 მლნ მგზავრს მიაღწია

7 ივნისი 11:58 | მედია ბიზნესისთვის - M2B

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1.91 მლნ მგზავრს მოემსახურა. რაც 19% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1.61 მლნ მგზავრი). 

მაისში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი  ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მაისში 349 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 307 ათასი მგზავრი ). 5 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა და 1,485,079 მგზავრი  შეადგინა (2018 წელი 1.33 მლნ მგზავრი).


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის მაისში 22% გაიზარდა და 64 ათასი მგზავრი შეადგინა (2018 წელი 53 ათასი მგზავრი). რაც შეეხება 5 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  289 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69% მეტია. (2018 წელი 171 ათასი მგზავრი).


ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის მაისში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 48 ათას მგზავრმა ისარგებლა. რაც 15%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41 ათასი მგზავრი). 5 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და 136 ათასი მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 110 ათასი მგზავრი).


რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 5 თვეში 2340 მგზავრს მოემსახურა. რაც 28% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1833 მგზავრი).


ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 5 თვეს 368 მგზავრმა ისარგებლა, რაც 19% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 309 მგზავრი).


მსგავს თემაზე:

მსოფლიოს TOP 3 აეროპორტი 2018 წელს 300 მლნ მგზავრს მოემსახურა


სტამბოლის ახალი აეროპორტი საწვავით, საქართველოს გავლით მომარაგდება



სხვა სიახლეები