• Ƀ/$

თურნავა - ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს, რომ თანხა ჩადონ არა უბრალოდ კონკრეტულ დარგში, არამედ რეგიონებში

7 ივნისი 14:36 | ეკონომიკა

"ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა გახდება უფრო მეტად პროაქტიული, რაც განპირობებულია ახალი ტენდენციებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრის განცხადებით, „საქართველო თავისი საინვესტიციო გარემოთი იმდენად მიმზიდველია, რომ დღეს საინტერესოა არა მხოლოდ სტრატეგიული ინვესტორებისთვის, რომლებმაც ზუსტად იციან, რაში ჩადონ ფული, არამედ ფინანსური ინვესტორებისთვის, „ექვითი“ ფონდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თანხის განთავსება, აინტერესებთ და მოსწონთ საქართველოს საინვესტიციო გარემო და ჩვენგან მოელიან კონკრეტულ პაკეტებს, კონკრეტულ შეთავაზებებს.“


ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინვესტორებისთვის ასეთ შეთავაზებებს მოამზადებს არა მხოლოდ დარგობრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც.


„ეს არის სწორედ დარგობრივი აქცენტის რეგიონალურისკენ გადატანა. ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს, რომ თანხა ჩადონ არა უბრალოდ საქართველოს კონკრეტულ დარგში, რაც თავისთავად მიმზიდველია, არამედ რეგიონებში, მაგალითად, ქუთაისში, რუსთავში, ამბროლაურში და სხვ. ჩვენ მათ დავუსაბუთებთ, რატომ უნდა ჰქონდეს რეგიონს თავისი კონკრეტული საინვესტიციო პორტფელი და საინვესტიციო პროექტების კონკრეტული პასპორტები. ამით გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ რეგიონალური თავისებურებები, არამედ ჩვენი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკა. ამით ჩვენ ასევე წვლილს შევიტანთ სიღარიბის დაძლევაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


მსგავს თემაზე:

ნათია თურნავა: აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოს სუვერენული ინტერესია


ნათია თურნავა -პროგრამები, რომლებიც დაწყებულია, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში



სხვა სიახლეები