• Ƀ/$

აშშ–ს გაზის სფეროში გაბატონება უწინასწარმეტყველეს

7 ივნისი 14:43 | ეკონომიკა

მსოფლიოში გაზის ბაზარზე აშშ შეიძლება მთავარი მიმწოდებელი გახდეს და ამ პოზიციიდან ყატარი ჩააჩოჩოს. ეს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, უკვე 2024 წელს შეიძლება მოხდეს.

ანგარიშის თანახმად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდება. თუმცა, იგივე ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი უახლოეს 3 წელიწადში გახდება ლიდერი მილსადენების მიღებული გაზის მოხმარების მოცულობის სიდიდით. ამ გზით ქვეყანაში იმპორტირებული გაზის მოცულობა 2024 წლისთვის გაორმაგდება. გაზსადენებით ბუნებრივ რესურსს ჩინეთი თურქმენეთიდან და რუსეთიდან მიიღებს.


ჩინეთში ბუნებრივი გაზის მთავარი ექსპორტიორი 2024 წლისთვის კვლავ თურქმენეთი იქნება (წელიდაში 45 მლრდ კუბური მეტრი), ხოლო რუსეთი „ცისქვეშეთში“ აღნიშნული პერიოდისთვის 35 მლრდ კუბურ მეტრ გაზსს გაგზავნის.


ევროპაში საანალიზო პერიოდისთვის, ადგილობრივი მოპოვების შემცირების გამო, ბუნებრივი გაზის დეფიციტი შეიქმნება. ბაზარზე დამატებითი მოთხოვნა 50 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. დეფიციტი გაზსადენებით მიღებული და გათხევადებული ბუნებრივი გაზით შეივსება.


მსგავს თემაზე:

ლიტვამ აშშ–თან გათხევადებული გაზის მისაღებად ახალი კონტრაქტი გააფორმა


გაცვლის თუ არა აშშ ევროპულ იმპორტს გათხევადებული გაზის ექსპორტში?


BP აშშ–ში 40 მლნ ტონა გათხევადებულ გაზს შეიძენს



სხვა სიახლეები