• Ƀ/$

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისებით სარგებლობა ერთიანი ელექტრონული პორტალით მოხდება

7 ივნისი 15:29 | ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისების მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გასამარტივებლად 2019-2020 წლებში ერთიანი ელექტრონული პორტალი დაინერგება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე წარდგენილ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ ერთიანი ელექტრონული პორტალი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რიგ შემთხვევებში სახლიდან გაუსვლელად მიიღოს დისტანციური მომსახურება, კერძოდ: პორტალის ჩაშვებით საგრძნობლად მარტივდება პრივატიზების პროცედურები, მათ შორის შეიქმნება როგორც უძრავი და მოძრავი ქონების მონაცემთა ბაზა, ასევე სახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა ერთიანი რეესტრი, რომელიც განთავსდება ერთიან ციფრულ პლატფორმაზე და იქნება მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული.


ამასთან, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულების ადმინისტრირებას, რაც დადებითად აისახება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ეფექტიანობაზე.


„საბოლოო ჯამში პრივატიზების პროცედურები გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე და მოქნილი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პერიოდი საგრძნობლად შემცირდება, რაც დადებითად აისახება როგორც ჩვენს მომხმარებელზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე.


მსგავს თემაზე:

140 უშუქო სოფელში ელექტრიფიკაცია განხორციელდება


2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის პროექტი განხორციელდება



სხვა სიახლეები