• Ƀ/$

წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვის მიზნით „ერთი ფანჯრის“ პრინციპი დაინერგება

7 ივნისი 16:12 | ეკონომიკა

წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მინისტრმა დეპუტატებს წიაღისეული რესურსების დარგში დაგეგმილი პროექტები გააცნო. კერძოდ, ნათია თურნავას თქმით, იგეგმება ინტეგრირებული ნებართვის გაცემა - „ერთი ფანჯრის” პრინციპის დანერგვა.


ამასთან, ამ ეტაპზე უკვე  გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების  ნებართვა და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე  მოიხსნა ცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა - ლიცენზიის მფლობელი ტერიტორიაზე ოპერირებს მარტივი სანებართვო დოკუმენტით შეძლებს, ხოლო ვადა საშუალოდ 90 დღიდან 30 დღემდე შემცირდა.


„ასევე შესაძლებელი გახდა  ტყის ფონდის გარკვეულ ტერიტორიებზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების ჩატარება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს შესწავლით დაინტერესებული პირების მომართვიანობაზე და გაზრდის შესწავლის მაჩვენებლებს“, -  აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა


მსგავს თემაზე:

I კვარტალში წიაღის სექტორში 30 მლნ-ს ინვესტიცია განხორციელდა


კახეთში წიაღისეულის მოძიებითი სამუშაოები გაფართოვდება


140 უშუქო სოფელში ელექტრიფიკაცია განხორციელდება


ფშავ-ხევსურეთი ინტერნეტით დაიფარება



სხვა სიახლეები