• Ƀ/$

ჩილე ელექტრო ავტობუსებზე გადადის

8 ივნისი 11:00 | ტექნოლოგიები

მუნიციპალურ ელექტრო ტრანსპორტს ჩილეც ავითარებს. სანტიაგოში ამჟამად 100 ელექტრო ავტობუსი მოძრაობას და უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა გაიზრდება.

კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა. ელექტრო ტრანსპორტი კი, თუ ელექტროენერგია ნახშირზე მომუშავე თბოსადგურით არ არის მიღებული ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა ის უფრო ეკონომიურიცაა და ელექტროენერგიის ხარჯი დიზელისაზე 70%-ით ნაკლებია.


ჩილეს გამოცდილების გაზიარებას სხვა ლათინოამერიკული ქვეყნებიც გეგმავენ, მათ შორის პანამა და ასევე ისეთი კრიმინალით ცნობილი სახელმწიფო როგორიცაა კოლუმბია.


რეგიონს მთლიანად შესაძლებლობა აქვს წიაღისეულ საწვავზე $64 მლრდ დაზოგოს და CO2-ის გლობალური ემისია 300 მლნ ტონით შეამციროს, რითაც წელიწადში 36 000 ადამიანი ნაადრევი სიკვდილისგან გადარჩება.


მსგავს თემაზე:

გერმანია სატრანსპორტო რევოლუციას ამზადებს


თბილისის მერია 200-მდე 18-მეტრიან ელექტროავტობუსს შეიძენს


ელექტროავტობუსები ნავთობის დღე-ღამიურ მოხმარებას 279 000 ბარელით ამცირებენ


12.5 მლნ-იან შენჯენში მხოლოდ ელექტროავტობუსები მოძრაობენ



სხვა სიახლეები