• Ƀ/$

ნავთობზე მაღალი ფასების ერა წარსულს ჩაბარდა?

10 ივნისი 13:35 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მსოფლიოში ნავთობის ფასის ფორმირება მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც ყოველთვის პირდაპირ არ უკავშირდება ეკონომიკას.

ასეთი მოსაზრება სააგენტო „ტრენდთან“ აზერბაიჯანელმა ეკონომისტმა ელშად მამედოვმა აშშ–ირანის დაპირისპირების ფონზე, ნავთობზე ფასების ცვლილების კომენტირებისას გამოთქვა.


შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, ირანის სულიერმა ლიდერმა და მთავარმა მრჩეველმა სამხედრო საკითხებში იაჰამ რაჰიმ საფავიმ განაცხადა, რომ ირანისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სპარსეთის ყურეში შეტაკება ბარელი ნავთობის ფასის $100-ზე მეტად ზრდას გამოიწვევს. ირანის წარმომადგენლის განცხადებით, პირველივე გასროლა სპარსეთის ყურეში ნავთობის ფასს კიდევ უფრო ზემოთ ასწევს, რაც აშშ-სა და ევროპაზე, ასევე მათ მოკავშირეებზე - იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე უარყოფითად აისახება.


აშშ-ს ამასთან დაკავშირებით საპირისპირო აზრი აქვს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეიმ CNBC- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან აშშ-ს ურთიერთობების გაუარესება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შემცირებას და შესაბამისად, ფასების ზრდას არ გამოიწვევს.


"ამ ეტაპზე, ნავთობის ბაზრის გლობალური ფასების ფორმირება შემცირების ტენდენციას აჩვენებს", - ამბობს ელშად მამედოვი.


მისი განმარტებით, ნავთობის ფასების სტაბილიზაციის ხელისშემშლელი ძირითადი ფაქტორი, პირველ რიგში, ირანისა და ვენესუელას გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური დაძაბულობაა. შემდეგ კი შეთანხმება ოპეკ +-ის  ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში ბარელ ნავთობზე ფასი დაახლოებით $40 იქნებოდა.


ექსპერტის მოსაზრებით, იმ პირობებში, როცა ამერიკა ნავთობის ბაზარზე სულ უფრო მხსვილი მოთამაშე ხდება, ფაქტობრივად შეუძლებელია ნავთობის ფასის შენარჩუნება „ოპეკ+“-ის შეთანხმების მიხედვით.


მისივე თქმით, თუ რაიმე აპოკალიფსური მოვლენა, მაგალითად მსოფლიო ომი არ მოხდება, ბარელ ნავთობზე ფასი $100-ზე მაღლა აღარ აიწევს.


ექსპერტის შეფასებით, აზერბაიჯანმა ნავთობის სექტორების დივერსიფიკაციის პროცესი უნდა დააჩქაროს და გაზარდოს ვაჭრობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც სტაბილური საგარეო სავაჭრო ბრუნვა აქვთ.


მსგავს თემაზე:

ნავთობის ფასების კლების ტემპი დაჩქარდა: –1,38%


ანტიირანული სანქციების შესაძლო გავლენა ნავთობის ფასზე



სხვა სიახლეები