• Ƀ/$

ლარის კურსი 2.73-ს ჩამოსცდა

11 ივნისი 15:02 | ფინანსები

ლარი გამყარებას განაგრძობს. სამშაბათს, 11 ივნისს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულება პირველად ბოლო 1 თვის მანძილზე 2.73-ს ჩამოსცდა.

ლარის კურსი წლის დასაწყისთან შეადარებით ამჟამად 6 თეთრით, თებერვალთან შედარებით კი 8 თეთრითაა გაუფასურებული, მაგრამ 2 კვირის წინანდელთან შედარებით მაინც 8 თეთრით მყარია. მაისის ბოლოს ლარის 24 წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად კურსი 2.80-ს გადასცდა, შემდეგ კი ნელ-ნელა გამყარება დაიწყო. 6 და 7 ივნისს ეროვნულმა ბანკმა ბრუნვიდან სავალუტო ინტერვენციის გზით $30 მლნ ამოიღო რითაც რეზერვები მოცულობა გაიზარდა, მაგრამ ლარის გამყარების ტემპი შემცირდა.


სხვა სიახლეები