• Ƀ/$

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება დააჩქარა

11 ივნისი 17:43 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ირანის მიერ გამდიდრებული ურანის წარმოების გაფართოების შესახებ გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, იუკია ამანომ განაცხადა.

2015 წელს საერთაშორისო ექვსეულის მიერ (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია) ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება თეირანს გამდიდრებული ურანის წარმოებას უზღუდავდა. თუმცა გასულ თვეს ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების ნაწილს აღარ შეასრულებს.


2018 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც თეირანის მხრიდან პირობების დარღვევა დაასახელა. აღდგენილმა სანქციებმა კი ნავთობის ფასი მკვეთრად გააძვირა. 


მსგავს თემაზე:

ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვანი რისკების წინაშეა


1 წელი ისტორიული სამიტიდან - მოლოდინები და შედეგები



სხვა სიახლეები