• Ƀ/$

კანადა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ბოთლებს კრძალავს

11 ივნისი 17:55 | მედია ბიზნესისთვის - M2B

პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა ოკეანეში ნარჩენების შემცირების მიზნით, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ბოთლებს 2021 წელს აკრძალავს.

ეს ინიციატივა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში გასულ წელს მიღებულ ანალოგიურ კანონს ეფუძნება.


კანადა ასევე შემოიღებს "რეგულაციებს" იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პლასტმასის ბოთლებს აწარმოებენ ან ყიდიან. მათ საკუთარ ნარჩენებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.


ამჟამად, კანადაში გამოყენებული პლასტმასის 10% -ზე ნაკლები გადამუშავდება.


ტრუდომ პლასტიკური დაბინძურების პრობლემას "გლობალური პრობლემა" უწოდა.


მაისში "გაერომ" განაცხადა, რომ 180-მა ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას, შეამციროს პლასტიკური ნარჩენების ოდენობა მსოფლიო ოკეანეში, რითაც ზიანი ადგება თევზებს, ზღვის კუებს, ვეშაპებსა და სხვა ცხოველებს.


 


მსგავს თემაზე:

თბილისში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება


ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის - ჩაანაცვლე პლასტმასი, შეუერთდი კამპანიას!


#უთხარიარაპლასტმასს - კომპანია ,,ეიჩჯი“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი