• Ƀ/$

მაიკ პომპეო: ჩვენ ვამაყობთ საქართველოს სამხედრო მხარდაჭერით

12 ივნისი 10:33 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია შეკავების პოლიტიკა და თავდაცვის ძლიერი სისტემა ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

სახელმწიფო მდივნის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 2% თავდაცვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე იხარჯება უკვე.


“ნატო-ს ყველა მოკავშირეს მოვუწოდეთ ამ სამიზნე ორიენტირის დაცვა. საქართველოს ნაბრძოლი აქვს მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ და რუსეთის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობის მომსწრე გახდა.რუსეთის აგრესიულობა არის იმ მიზეზთაგანი, რის გამოც ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, რაც საქართველოს თავდაცვის სისტემის მზაობის პროგრამას ხმარდება. ჩვენ ქვეყანას წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებშიც ვეხმარებით, რათა საქართველოს ტერიტორიების დაცვა გახდეს შესაძლებელი. საბოლოო ჯამში ამ ძალისხმევით მთელი რეგიონის უსაფრთხოება მიიღწევა, რაც კარგია საქართველოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის”, - განაცხადა მაიკ პომპეომ.


მსგავს თემაზე:

NATO ადასტურებს, რომ პოლონეთში აშშ-ს სამხედრო ბაზა აშენდება


პომპეო ქართველ ხალხს დახმარებას აღუთქვამს



სხვა სიახლეები