• Ƀ/$

მაიკ პომპეო: ანაკლიის პორტი საქართველოს რუსეთის ეკონომიკური გავლენებისგან დაიცავს

12 ივნისი 10:57 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

“საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მე ასევე მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა ქვეყნის პარლამენტის პასუხისმგებლობაზე, რაც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონის შესაბამისად მუშაობასა და მოსახლეობისადმი დანაპირების შესრულებაზე ზედამხედველობას. და ბოლოს, იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობლის პროექტს და ამით გაძლიერდება საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან და იმავდროულად ქვეყნის პოზიცია დაცული გახდება რუსეთის ან  ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან.  ეს ვითომ მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ იზიარებენ”, - განაცხადა მაიკ პომპეომ.


მსგავს თემაზე:

მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პროექტს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს


მაიკ პომპეო: ჩვენ ვამაყობთ საქართველოს სამხედრო მხარდაჭერით



სხვა სიახლეები