• Ƀ/$

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა

14 ივნისი 10:48 | ეკონომიკა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 225 596 შეადგინა.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 37%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მათ შორის, 21%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაონდეობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მაისიდან ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა დაინერგა.


5 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:


·         პრომეთეს მღვიმე


·         თბილისის ეროვნული პარკი


·         ყაზბეგის ეროვნული პარკი


·         მარტვილის კანიონი


·         ოკაცეს კანიონი


სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.


საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე 46 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლებზეც 6 690 000 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ ამათგან უკვე დასრულდა ოკაცეს კანიონის და სათაფლიას აღკვეთილის რეაბილიტაცია. თოკების პარკი მოეწყო მტირალასა და ალგეთის ეროვნულ პარკებში. საგამოფენო სივრცე მოეწყო ალგეთისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკების ადმინისტრაციებში.


უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მარტვილის კანიონზე, სადაც რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. იცვლება პრომეთეს მღვიმეში განათებისა და აუდიო სისტემა. ოკაცეს ჩანჩქერზე კი მონტაჟდება ზიპ-ლაინი.


სხვა სიახლეები